თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტროს საბურთალოს ხაზი ტექნიკური ხარვეზის გამო, მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება.
უწყების ცნობითვე, კომპანიის შესაბამისი სამსახურები ადგილზე მუშაობენ ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
"შეფერხება, დაახლოებით, 30 წუთი გაგრძელდება. თბილისის მეტროს პირველი ხაზი ("ახმეტელის თეატრი" - "ვარკეთილი") ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას", - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.