მიმდინარე წლიდან საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ახორციელებს პროექტს ,,მეწარმე ქალების მხარდაჭერა საქართველოში“, რომლის მიზანი აგრობიზნესსა და აგროტურიზმში ჩართული ქალების გაძლიერებაა. მხარდაჭერის პროგრამა 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება და ის დაინტერესებული ქალებისთვის ცოდნის გაზიარებას ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში ითვალისწინებს, როგორებიცაა: მარკეტინგი, ბრენდინგი, ელექტრონული კომერცია, ციფრული მარკეტინგი და ა.შ.
სტუმრები: თამარ თორია - “საქართველოს ფერმერთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი; თამთა მამულაიძე - “საქართველოს ფერმერთა ასოციაციის” აგრიტექისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად