მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეცნიერთა ჯგუფი ანტარქტიდაზე კლიმატის ცვლილების გავლენას დრონის დახმარებით შეისწავლის

ანტარქტიკა

მეცნიერთა და ინჟინერთა ჯგუფი ანტარქტიდაზე ახალ რობოტთვითმფრინავს გამოცდის. მიზანი მონაცემთა შეგროვებაა, რომელიც კონტინენტზე კლიმატის ცვლილების გავლენას უფრო მარტივად პროგნოზირებადს გახდის.

უპილოტო დრონი ანტარქტიდის იმ რეგიონების რუკას შეადგენს, რომლებიც ექსტრემალური ამინდის პირობებიდან გამომდინარე, ამ დრომდე მეცნიერებისთვის ხელმიუწვდომელი იყო.

საფრენ აპარატს უელსის უმაღლეს მწვერვალებში, ექსტრემალური ამინდის პირობებში ტესტავდნენ, რადგან დრონის მთავარი დანიშნულებაა ანტარქტიდის ყინულოვანი საფარის რუკა შეადგინოს. ექსპერიმენტის მიზანი კონტინენტზე ყინულის დნობის ტემპისა და გლობალურად ოკეანეებში წყლის დონის ამაღლებაში მისი კონტრიბუციის შესწავლაა.

ანტარქტიდა კლიმატის შესწავლისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ტერიტორიაა, თუმცა ტრადიციული საფრენი აპარატებისა და სხვა კვლევითი მოწყობილობებისთვის აქ არსებული დაბრკოლებების: 0-ს ქვემოთ ტემპერატურის, მოულოდნელი შტორმებისა და ხანგრძლივი სიბნელის - დაძლევა არ შეუძლიათ. სწორედ ამიტომ, ბრიტანულ კომპანია Windracers-სთან თანამშრომლობით, ანტარქტიკის კვლევის ბრიტანულმა ორგანიზაციამ უპილოტო დრონი შექმნა, რომლის უპირატესობაც მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაშიც, მისი სწრაფად შეკეთების შესაძლებლობაა. ინოვაციური საფრენი აპარატი, ტრადიციულ თვითმფრინავთან შედარებით, ნაკლებ საწვავსაც საჭიროებს, რითაც კვლევის პროცესში გარემოზე ზემოქმედების შანსიც მცირდება.

ბრიტანელი მეცნიერები იმედოვნებენ, რომ უპილოტო დრონის ტექნოლოგიის დახვეწით, მისი უელსიდანვე მართვაც მალე შესაძლებელი გახდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები