მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეზღვაურთა როლი ეკონომიკაში - რამდენია მეზღვაურთა საშუალო ანაზღაურება?

მეზღვაური

საქართველოში 15 000-მდე რეგისტრირებული მეზღვაურია, რომელთა 90% უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემებზეა დასაქმებული. საზღვაო საწვრთნელი ცენტრ „მერიდიანის“ დირექტორის განცხადებით, ბოლო წლების ტენდენციაა, რომ იზრდება ევროპის ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავ გემებზე ქართველების დასაქმების მაჩვენებელი, რასაც ირაკლი შარაბიძის ინფორმაციით, ხელი შეუწყო რუსეთ-უკრაინის ომმაც. მისი თქმით, გემთმფლობელები უარს ამბობენ რუსეთის მოქალაქეების დასაქმებაზე, ქართველ მეზღვაურებს კი მაღალი რეპუტაციის კომპანიებში დასაქმების შანსი გაუჩნდათ.

მისივე თქმით, ყველაზე დიდი მოთხოვნა მართვისა და მენეჯმენტ დონის მეზღვაურებზეა, რომელთა ანაზღაურება საშუალოდ 12 000-იდან 16 000 დოლარამდე მერყეობს.

„ 15 000 რეგისტრირებული მეზღვაურიდან, 90% ყველა დასაქმებულია. მოთხოვნადია მართვისა და მენეჯმენტ დონის მეზღვაურები. ეს არიან კაპიტნები და ოფიცრები, რიგითებზე გარკვეულწილად უფრო დაბალია მოთხოვნა, რადგან რიგითების მოთხოვნას უფრო აზიის ქვეყნების მეზღვაურები - ფილიპინელები, ვიეტნამელები და ჩინელი მეზღვაურები ფარავენ. დასაქმების მაჩვენებელი მაღალია, მაგრამ მეზღვაურების 20-25% დაბალი რეპუტაციის - თურქულ და ბერძნულ გემთმფლობელებთან საქმდებიან და შემდგომ ხელფასის მიღების პრობლემები ექმნებათ.

რიგითი მეზღვაურის საშუალო ხელფასი 1500 დოლარია, ხოლო მენეჯმენტის დონის, როგორიცაა კაპიტანი, უფროსი მექანიკოსი, 12 000-იდან 16 000 დოლარამდე. მართვის დონის მეზღვაურების ანაზღაურება 3 500-იდან 5 500 დოლარამდე, რაც საკმაოდ მაღალი ანაზღაურებაა დღეს“,-აცხადებს შარაბიძე.

კონსერვატიული გათვლებით, ქართველ მეზღვაურებს, როგორც სერვისის ექსპორტიორებს ქვეყანაში წლის განმავლობაში დაახლოებით 200 მილიონი დოლარი შემოაქვთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები