მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეზობელ ქვეყნებს, რომლებიც აშშ-ის სანქციებს ასრულებენ ირანი აეროპორტების პარალიზებით ემუქრება

ირანი

აშშ-ის საავიაციო სანქციების შემდეგ ირანი მეზობელ ქვეყნებს ემუქრება.

"თუ მეზობელი ქვეყნები შეერთებულ შტატებთან ირანული ავიაკომპანიებისთვის ფრენების აკრძალვის მიმართულებით ითანამშრომლებენ, ირანი უზრუნველყოფს იმას, რომ მათმა აეროპორტებმა ფუნქციონირება ვერ შეძლონ“, - განაცხადა ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანმა, მოჰსენ რეზაიმ სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში.

21 სექტემბერს აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ 23 სექტემბრიდან ყველა ირანული ავიაკომპანიის ფრენა გაჩერდებოდა მთელ მსოფლიოში, წინააღმდეგ შემთხვევაში მეორადი სანქციების საფრთხე შეიქმნება.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ირანული ავიაკომპანიების ფრენების აზერბაიჯანიდანაც შეიზღუდა. სანქციების გამო ირანულ ავიაკომპანიებს საქართველოდან ფრენები 21 სექტემბრიდან უკვე შეეზღუდათ. ირანული კომპანიების სანქცირებაზე აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) 8 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ირანის ხელისუფლება საავიაციო სექტორს იარაღისა და უკანონო ტვირთების გადასაზიდად იყენებს.

აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიებია:

  1. Air Shiraz
  2. Asa Jet Airline
  3. Ata Airlines Company
  4. Atlas Aviation Group
  5. Ava Airlines
  6. Chabahar Airlines Company
  7. Erwan Airline Company
  8. Fly Kish Airlines
  9. Fly Persia Airlines
  10. Iran Air Tour
  11. Iran Aseman Airlines
  12. Jsky Airlines
  13. Kish Airlines
  14. Karun Airlines Company
  15. Lad Airways
  16. Mehr Airways
  17. Nasim Air
  18. Pars Oghyanous Kish Company
  19. Qeshm Air
  20. Raimon Airways
  21. Saha Airlines
  22. Sepehran Airlines
  23. Soroush Air
  24. Taban Airlines
  25. Toos Airlines
  26. Varesh Airlines
  27. Zagros Airlines

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები