მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მფრინავი ტაქსების მწარმოებელმა Lilium-მა ევროკავშირის ლიცენზია მიიღო

Lilium

მფრინავი ტაქსების მწარმოებელმა გერმანულმა კომპანია Lilium-მა ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსგან ვერტიკალური აფრენის მქონე სატრანსპორტო საშუალებების შექმნის, წარმოებისა და გამოყენების უფლება მიიღო.

ევროკავშირის შესაბამისი მარეგულირებლის ეს გადაწყვეტილება საეტაპოდ შეიძლება ჩაითვალოს, რადგან მსგავსი დასტურის მიღებას ინდუსტრია მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდა.

Lilium-მა “დიზაინის საორგანიზაციო დასტური” მიიღო, რაც, თავისი არსით, ასე თუ ისე შეზღუდული ლიცენზიაა, რომელიც კომპანიას სატრანსპორტო საშუალებების ოპერირების უფლებას მხოლოდ მკაცრად რეგულირებულ ჩარჩოებში აძლევს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ასეთი ტიპის ლიცენზიით, კომპანიები ოპერირებას და პროდუქტის განვითარებას ახერხებენ.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Lilium-ი ჯერ კიდევ 2015 წელს, გერმანიაში დაფუძნდა და საჰაერო ტაქსი, რომელზედაც კომპანია მუშაობს, ელემენტების სრული დამუხტვით 300-მდე კილომეტს გადის. აგებულებით კი, Lilium-ის საჰაერო ტაქსი აშკარად ურბანული გამოყენებისთვის იქნება გამოყენებული და თავისი არსით, ის დიდი ზომის დრონს უფრო ჰგავს, ვიდრე თვითმფრინავს.

აღსანიშნავია, რომ მცირე და საშუალო ზომის სტარტაპების გარდა, მფრინავი ტაქსების შექმნაზე ინდუსტრიული გიგანტებიც მუშაობენ, მათ შორის ამერიკული Boeing-ი და ევროპული Airbus-ი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები