მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Mgroup:"მოკლევადიანი საგადასახადო შეღავათები ბიზნესს მძიმე ტვირთად დააწვება"

5f85a50bc7363
ინგა მურუსიძე
13.10.20 20:53
966
“რესტორატორთა ასოციაცია” პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართავს და covid-19-ის გამო დაწესებული რეგულაციების შერბილებას, ასევე, გადასახადების გადავადებას ითხოვს. როგორც ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძე ამბობს, რესტონების ნაწილი დღეს უკვე დახურულია და კომუნიკაცია დარგს ამ დროისთვის მხოლოდ ბიზნესომბუდსმენთან აქვს.

საკითხზე BMG-ს გადაცემა „საქმის კურსის“ ეთერში Mgroup-ის საოპერაციო დირექტორმა, გიორგი მურჯიკნელმა ისაუბრა:

“უშუალოდ Mgroup-ს ახალი ობიექტი არ გაიხსნილა. რაც დაკეტილი იყო, ისევ დაკეტილია და განვიხილავთ გახსნას დაახლოებით ნოემბრის ბოლოსკენ, მაგრამ ესეც იმ შემთხვევაში, თუ მაგ დროისთვის რეგულაციები და არსებული ეპიდვითარება მოგვცემს საშუალებას. რაც შეეხება შეღავათებს - აქამდე რა გადაწყვეტილებებიც და შეღავათებიც იყო, პოსტფაქტუმ ხორციელდებოდა, რადგან მსგავსი მასშტაბის ეპიდსიტუიაციასთან დაკავშირებული გამოცდილება აქამდე არ გვქონდა. სახელმწიფომ დააწესა შეღავათები, რომელიც იმ კონკრეტულ სიტუაციაში სჭირდებოდა ჩვენს სფეროს. რაც შეეხება ხელშეწყობას, ყველა ვთანხმდებით, რომ დღეს მთელ საქართველოს აკლია ხალხის "ტრეფიკი" და ეს ჩვენს სფეროზე პირდაპირ აისახება“, - განაცხადა მურჯიკნელმა.

მისივე თქმით, იქამდე, ვიდრე უშუალოდ არ მოხდება საზღვრების ნაწილობრივ გახსნა მაინც, სარესტორნო ბიზნესში ხალხის ნაკადი არ მოიმატებს, სწორედ ამიტომ ითხოვს სექტორი გრძელვადიან საგადასახადო შეღავათებს.

მურჯიკნელი განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, გაზაფხულზე საზღვრები გაიხსნება თუ არადა და ხალხი მოიმატებს თუ არა რესტორნებში, გადავადებული გადასახადები მძიმე ტვირთად დააწვება ბიზნესს და მას ვერ გაუმკლავდება.

„ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ სახელმწიფოს მხრიდან იქნება განხილული საგადასახადო შეღავათები, ეს უნდა იყოს უფრო გრძელვადიანი, რომ გადასახადის გადახდა მოგვიწიოს მაგალითად 2022 წლისთვის. პირობითად 4-თვიანი, 5-თვიანი და 6-თვიანი შეღავათი რა თქმა უნდა ბიზნესს წაადგება მოკლევადიან პერსპექტივაში, მაგრამ გრძელვადიანად - არა“, - განმარტა მურჯიკნელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები