გაერთიანებული სამეფოს სამხედრო დაზვერვის სამსახურის დირექტორის განცხადებით, რუსეთის ფედერაციას ევროპაში დიდი არეულობის მოწყობა სურს. MI5-ის დირექტორი, გენერალი კენ მაკკალუმი ამბობს, რომ ავტოკრატიული სახელმწიფოების მიერ გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოების დაზიანების მცდელობების ფონზე ქვეყანაში ისტორიაში ყველაზე რთული და სახიფათო ფონი შეიქმნა. მაკკალუმმა სტატისტიკაც მოიყვანა, რომლის თანახმად, ბოლო შვიდ წელიწადში MI5-მა და ბრიტანულმა პოლიციამ 43 თავდასხმა აღკვეთეს, რომელთა დიდ ნაწილს, აღსრულებამდე, რამდენიმე დღე ან საათი აშორებდა.
ბრიფინგის დროს, MI5-ის დირექტორმა განსაკუთრებული აქცენტი რუსეთზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ქვეყნის სამხედრო დაზვერვის სამსახურს, იგივე GRU-ს ევროპაში განზრახ ცეცხლის გაჩენა, საბოტაჟი და ბევრი სხვა ამ ტიპის ქმედების ჩადენა ჰქონდა დაგეგმილი. თუმცა საფრთხე, როგორც ჩანს, მოდის არამხოლოდ რუსეთიდან, არამედ სხვა იდეოლოგიების მქონე ავტოკრატიული სახელმწიფოებისგან, რომელთა შორის გაერთიანებული სამეფოს სამხედრო დაზვერვის სამსახურის უფროსი ირანს და ჩინეთს ასახელებს და აღნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში, MI5-ის მიერ დაწყებული გამოძიებების რიცხვმა 48%-ით იმატა.
გაერთიანებული სამეფოს სამხედრო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა დასძინა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროპულმა სახელმწიფოებმა 750 რუსი დიპლომატი გააძევეს, რომელთა უმეტესობა, როგორც კენ მაკკალუმი ამბობს, ჯაშუში იყო. MI5-ის დირექტორის შეფასებით, ამ გადაწყვეტილებამ, ევროპაზე რუსეთის დაზვერვის სამსახურის გავლენა შეამცირა.