მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Microsoft: ჰაკერებმა სპორტულ ორგანიზაციებზე შეტევა განახორციელეს

5db7e4ffe6aca
მიხეილ ხაჩიძე
29.10.19 13:00
644

სექტემბრის შუა რიცხვებიდან სულ მცირე 16 ეროვნულ და საერთაშორისო სპორტულ და ანტიდოპინგურ ორგანიზაციებზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა. როგორც პროგრამული უზრუნველჰყოფის კომპანია Microsoft იტყობინება, ზოგიერთი შეტევა წარმატებული იყო, უმრავლესობამ კი, კრახი განიცადა.



წინასწარი მონაცემებით, კიბერშეტევების უკან კოდირების სახელწოდებებით  - Strontium, Fancy Bear და APT28 ცნობილი ჯგუფი დგას. დასავლეთში მათ  რუსულ დაზვერვის სამსახურებთან კავშირში ადანაშუალებენ. Microsoft-ის კიბერექსპერტების აზრით, ჰაკერები იგივე მეთოდებს იყენებდნენ, რაც ზემოთ ხსენებული ჯგუფისთვის არის დამახასიათებელი.

 

აღსანიშნავია, რომ  აშშ-ს მთავრობის მტკიცებით, 2016 წელს, სწორედ ამ ჰაკერებმა  მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს მონაცემთა ბაზა გატეხეს და ოლიმპიური თამაშების იმ მონაწილეების სია გამოაქვეყნეს, რომლებმაც დოპინგ-ტესტზე დადებითი შედეგი აჩვენეს. ამას გარდა, გერმანიის ბუნდესტაგის კიბერშეტევასაც მათ მიაკუთვნებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები