მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Microsoft-ი ელექტრონულ ფოსტაში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციას 1 ნოემბრიდან გეგმავს

microsoft

ხელოვნური ინტელექტით მალე საქმიანი მეილების დაწერა იქნება შესაძლებელი, რადგან Microsoft-ი თავის ელექტრონულ ფოსტაში - Outlook - კორპორაციული მომხმარებლებისთვის ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციას აპირებს. 

“შენი ყოველდღიური AI კამპანიონი” - ასე უწოდებს Microsoft-ი თავის ახალ ფუნქციას, რომელიც მომხმარებლებს თავიანთი წერილების მოკლედ და უშეცდომოდ დაწერაში დაეხმარება. გარდა ამისა, ახალი ფუნქციით, ხელოვნური ინტელექტი გრძელი წერილებს დაამოკლებს და მცირე დროში შესაბამის პასუხსაც დააგენერირებს. 

Microsoft-ის სხვადასხვა პაკეტის გამომწერები ხელოვნური ინტელექტის კიდევ უფრო დახვეწილ და განვითარებულ ხელსაწყოს მიიღებენ - ინტელიგენტ მწერალ-ასისტენტს, რომელიც წერილის ავტორს აზრის უფრო მკაფიოდ, თანმიმდევრულად და დახვეწილად ჩამოყალიბებაში დაეხმარება. 

ტექნოლოგიური კომპანია აცხადებს, რომ ახალი ფუნქციები კორპორაციული მომხმარებლებისთვის 1 ნოემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი და უკვე რამდენიმე თვეა, Visa-ს, General Motors-ისა და სხვა კომპანიების თანამშრომლები ხელსაწყოებს ტესტავენ.

Microsoft-მა ჯერ კიდევ მარტში განაცხადა, რომ თავის ყველაზე პოპულარულ პროდუქტებში, Outlook-ში, PowerPoint-ში, Word-სა და Excel-ში ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების ჩაშენებით მილიონობით ადამიანის ყოველდღიურ სამუშაოს შეცვლიდა. AI-ზე დაფუძნებული “თანაპილოტი” მომხმარებლებს დოკუმენტების რედაქტირებაში, ერთმანეთთან შედარებასა და შეჯამებაში დაეხმარება და იმავე ტექნოლოგიაზე იქნება აგებული, რაზეც ChatGPT.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები