მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Microsoft-ი კანადურ Brookfield-თან ერთად განახლებადი ენერგიის პროექტებზე იმუშავებს

brookfield

კანადური Brookfield Asset Management და ტექნოლოგიური გიგანტი Microsoft-ი განახლებადი ენერგიის ერთობლივ პროექტებზე მუშაობას იწყებენ. უცხოური მედიის ინფორმაციით, ორივე კომპანია ჯამში 10.5 გიგავატი სიმძლავრის მქონე ქარისა და მზის ელექტროსადგურებს ააშენებენ.

როგორც Microsoft-ის წარმომადგენელმა განმარტა, აღნიშნული შეთანხმებით, Brookfield-ს საშუალება ეძლევა, განახლებადი ენერგიის საკუთარი მოცულობები 2026-30 წლებში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის მასშტაბით გაიტანოს ექსპორტზე.

The Financial Times-ის ინფორმაციით, პარტნიორობა, რომელიც 10.5 გიგავატიანი ელექტროსადგურების მშენებლობას გულისხმობს, კომპანიებს, ბაზრის ტენდენციებზე დაყრდნობით, $10 მილიარდი დაუჯდებათ, თუმცა თავად Microsoft-ი და Brookfield-ი აღნიშნულ ინფორმაციას არ ასაჯაროებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები