ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Microsoft-ი საკუთარი კომპიუტერული ჩიპის გამოშვებას გეგმავს, რომელიც სრულად იქნება ორიენტირებული ხელოვნური ინტელექტის ოპერირებაზე.
პროექტის კოდური სახელწოდება „ათენას“ წარმოადგენს და Microsoft-ის ჩიპმა კონკურენცია Nvidia-ს მიერ შექმნილ ფლაგმანურ პროცესორს, H100-ს უნდა გაუწიოს, რომელიც ამჟამად მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნადი AI ჩიპია.
Microsoft-ს საკუთარი წარმოების ჩიპი მის მფლობელობაში არსებული OpenAI-ს ხელოვნური ინტელექტის, ChatGPT-ის გამოსაკვებად სჭირდება, რომელიც კოლოსალურ კომპიუტერულ სიმძლავრეს მოითხოვს და მის დასაკმაყოფილებლად ბაზარზე არსებული AI ჩიპების რაოდენობა ფიზიკურად აღარ არის საკმარისი.
პრაქტიკული მიზნების გარდა, Microsoft-ს სხვა სტრატეგიული ამოცანაც აქვს - ეს Nvidia-ზე დამოკიდებულების შემცირება და საკუთარი ეკოსისტემის გაძლიერებაა, რომელსაც მას „ათენა“ მისცემს.
აღსანიშნავია, რომ საკუთარი AI ჩიპების შექმნაზე სხვა ტექნოლოგიური გიგანტებიც აქტიურად მუშაობენ, მათ შორის, Google, Amazon, Intel და Meta.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.