მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Microsoft-ის ყოველწლიური ღონისძიება 21 სექტემბერს გაიმართება - The Verge

Microsoft - ლოგო

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, ამერიკული Microsoft-ი, ერთ თვეში, ნიუ-იორკში, წლის მთავარ ღონისძიებას გამართავს, - შესაბამისი მოსაწვევები კომპანიამ მედიის წარმომადგენლებს უკვე გაუგზავნა. კონკრეტულად რას წარადგენს კომპანია ამ ღონისძიებაზე, მოსაწვევიდან არ ჩანს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ Surface-ის სერიის პროდუქტებს, Microsoft-ი, როგორც წესი, შემოდგომაზე, სექტემბერში ან ოქტომბერში უშვებს, მოსალოდნელია, რომ ნიუ-იორკის ღონისძიებაც ამას დაეთმობა.

მოსალოდნელია, რომ ღონისძიებაზე Microsoft-ი ახალი თაობის ლეპტოპებს წარადგენს, Surface Go 4-ს, Surface Laptop Studio 2-სა და Surface Laptop Go 3-ს. ცოტა ხნის წინ, გამოცემა Windows Central-მა დაწერა, რომ ახალი თაობის Surface Laptop Studio აღჭურვილი იქნება Intel-ის უახლესი პროცესორებით, უფრო მძლავრი გრაფიკული ბარათით და პორტების გაუმჯობესებული კომპლექტაციით. Intel-ის პროცესორით იქნება აღჭურვილი Surface Go 4-იც, რომელსაც, თავის დროზე, AMD-ის პროცესორი უნდა ჰქონოდა, რაც Microsoft-მა გადათქვა.

ცნობისთვის, Microsoft-ის ეს ღონისძიება პირველი იქნება მას შემდეგ, რაც მიმდინარე წელს, თანამშრომლების მასობრივი გაშვების ფონზე, კომპანიამ საკუთარი მოწყობილობების პორტფელი შეცვალა. ამ გადაწყვეტილების შედეგად, კომპანიამ უარი განაცხადა Microsoft-ის ბრენდირებულ მაუსებზე, კლავიატურებსა და ვებკამერებზე, ხოლო საპირწონედ ამისა, წინ წამოიწია Surface-ის ბრენდი.

შეგახსენებთ, Microsoft-ი მსოფლიოს რიგით მე-2 უმსხვილესი კომპანიაა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $2.3 ტრილიონს აღემატება - ამ მაჩვენებლით, Microsoft-ს მხოლოდ ამერიკული Apple-ი უსწრებს.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები