მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Microsoft-მა და Meta-მ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით თანამშრომლობა დაიწყეს

64b7ba86288d0
გიორგი თოლორდავა
19.07.23 16:28
669
მსოფლიოს უმსხვილესმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა, Microsoft-მა და Meta-მ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით თანამშრომლობა დაიწყეს.

Microsoft Azure-ის მომხმარებელს წვდომა ექნებათ Meta-ს მიერ შექმნილ LLAMA 2-ის ტიპის ენობრივ მოდელთან, რომელიც ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში გამოიყენება.

ამ სერვისით სარგებლობას მომხმარებელი უსასყიდლოდ შეძლებს, ანუ კომპანია Meta ამ ინიციატივით პირდაპირ სარგებელს ვერ მიიღებს, თუმცა Facebook-ისა და Instagram-ის მშობელი კომპანიისათვის გაცილებით მნიშვნელოვანი Microsoft-თან სტრატეგიული თანამშრომლობა და მომხმარებელთა ბაზის გაზრდაა.

ზემოხსენებული სიახლე, ბუნებრივია, ინვესტორებმა და ტრეიდერებმა დადებითად მიიღეს. ერთ დღეში Microsoft-ის აქციების ღირებულება 4%-ით გაიზარდა, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ კი 2 ტრილიონ 670 მილიარდ დოლარს მიაღწია. დაახლოებით 1%-ით გაიზარდა Meta-ს აქციების ღირებულებაც. 

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები