მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტექნოლოგიური გიგანტები AI-ის განვითარებაში $650 მილიარდის ინვესტიციას ჩადებენ

ai
სტატიაში საუბარია:

ტექნოლოგიური გიგანტები AI-რბოლაში ფსონებს მაქსიმალურად ზრდიან. ოფიციალური ინფორმაციით, მხოლოდ 2026 წელს Microsoft-ი, Google-ი, Meta და Amazon-ი ჯამში რეკორდულ 650 მილიარდ დოლარს გაიღებენ კაპიტალური დანახარჯების სახით, რაც ძირითადად მონაცემთა ცენტრების მშენებლობასა და AI-ჩიპების შეძენას მოხმარდება.

აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად აღემატება წინა წლების ხარჯებს და იმაზე მიანიშნებს, რომ კომპანიები AI-ს არა მხოლოდ დროებით ტენდენციად, არამედ მომავალი ათწლეულის მთავარ ეკონომიკურ ფაქტორად განიხილავენ.

ბუნებრივია, ასეთი დიდი ხარჯები ინვესტორების შეშფოთებას იწვევს და ბოლო ორი კვირის განმავლობაში ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ვარდნა სწორედ AI-ინვესტიციებთან არის დაკავშირებული. CapEx-ის ზრდი ფონზე, ბაზარი სვამს მარტივ კითხვას: როდის ამოიღებენ კომპანიები AI-ში ჩადებულ ინვესტიციას?

Meta-ს დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა და Microsoft-ის დირექტორმა, სატია ნადელამ ამ შეკითხვას უპასუხეს და მიანიშნეს, რომ ამ ეტაპზე "ზედმეტი ინვესტიცია" უფრო ნაკლებ რისკს შეიცავს, ვიდრე "არასაკმარისი ინვესტიცია", რადგან ტექნოლოგიურმა ჩამორჩენამ შეიძლება კომპანიის ბაზრიდან გაძევება გამოიწვიოს.

მარტივად რომ ვთქვათ, საქმე გვაქვს ისეთივე დაპირისპირებასთან, როგორიც ცივი ომის პერიოდში აშშ-სა და საბჭო კავშირს შორის იყო, ოღონდ ამჯერად იარაღი არა ბირთვული ბომბი, არამედ ხელოვნური ინტელექტია, რომლის გარეშე დარჩენილი ქვეყანა ან კომპანია კრახისთვის იქნება განწირული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები