მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

MicroStrategy-ის საკუთრებაში არსებული ბიტკოინის რაოდენობა 556,000-მდე გაიზარდა

Microstrategy

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანია MicroStrategy-მ დამატებითი რაოდენობით ბიტკოინის შესაძენად ინვესტორების მხრიდან 180 მილიონი დოლარის ვალი აიღო და კრიპტოაქტივში ინვესტიცია მკვეთრად გაზარდა.

ამჟამად MicroStrategy ბიტკოინის მსოფლიოში უმსხვილესი კორპორაციული ინვესტორია. საერთო ჯამში, კომპანია 556,000-მდე ბიტკოინს ფლობს, პორტფელის საერთო შეფასება კი $53 მილიარდს აღწევს.

როგორც ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, MicroStrategy-ს ბიტკოინზე თითქმის 200%-იანი საინვესტიციო ამონაგები აქვს. საინტერესოა ისიც, რომ ეს ამერიკული კომპანია ბიტკოინის გლობალური მიწოდების 2.4%-ს ფლობს, ანუ ის კრიპტოაქტივის ყველაზე მსხვილი მფლობელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები