ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Microstrategy-მ 147 მილიონ დოლარად დამატებით 5,445 ბიტკოინი შეიძინა, რის შედეგად კრიპტოაქტივში ინვესტირებული პორტფელის მოცულობამ 4.7 მილიარდ დოლარს მიაღწია.
Microstrategy ამჟამად კრიპტოაქტივების უმსხვილესი კორპორაციული ინვესტორია მსოფლიოს მასშტაბით, ის ჯამში 158,245 ბიტკოინს ფლობს.
ამ პორტფელის წყალობით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში კომპანიამ 22 მილიონი დოლარის პოტენციური ამონაგები მიიღო, რაც ბირჟაზე ბიტკოინის გაძვირებითაა განპირობებული.
კომპანიის დამფუძნებლის, მაიკლ სეილორის განცხადებით, ბიტკოინი საუკუნის საუკეთესო საინვესტიციო აქტივია და ყველა საღად მოაზროვნე კომპანიის ლიდერმა უნდა იფიქროს იმაზე, რომ პორტფელში ბიტკოინი დაამატოს.