მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

MicroStrategy-მ ბიტკოინში ინვესტიცია $742 მილიონით გაზარდა

MicroStrategy სეილორი

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანია MicroStrategy-მ დამატებითი რაოდენობით ბიტკოინის შესაძენად ინვესტორების მხრიდან 742 მილიონი დოლარის ვალი აიღო და კრიპტოაქტივში ინვესტიცია გაზარდა.

ამჟამად MicroStrategy ბიტკოინის მსოფლიოში უმსხვილესი კორპორაციული ინვესტორია. საერთო ჯამში, კომპანია 479,000-მდე ბიტკოინს ფლობს, პორტფელის საერთო შეფასება კი $47 მილიარდს აღწევს. როგორც ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, MicroStrategy-ს ბიტკოინზე თითქმის 200%-იანი საინვესტიციო ამონაგები აქვს. საინტერესოა ისიც, რომ ეს ამერიკული კომპანია ბიტკოინის გლობალური მიწოდების 2%-ს ფლობს, ანუ ის კრიპტოაქტივის ყველაზე მსხვილი მფლობელია.

კომპანიის ხელმძღვანელის, მაიკლ სეილორის განცხადებით, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ბიტკოინზე უკეთესი ამონაგები არცერთ სხვა საინვესტიციო აქტივს არ ექნება, ამიტომ კომპანია ათწლიან კორპორაციულ ობლიგაციებს უშვებს და მოზიდული თანხით კრიპტოაქტივს ყიდულობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები