მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მიდგომა - თუ არ გინდა აცრა, სამსახურიდან წადი, არასწორია“ - “სანტეს” გენდირექტორი

612cb81a79b36
ლიკა გურაბანიძე
30.08.21 16:38
18307
„მიდგომა - თუ არ გინდა აცრა, სამსახურიდან წადი, არასწორია“, - ამის შესახებ bm.ge-ისთან “სანტეს” გენერალურმა დირექტორმა ერეკლე გამყრელიძემ განაცხადა და დასძინა, რომ თანამშრომელთა გარკვეული კონტიგენტი აცრისთვის მზადაა, ნაწილს კი „თავისი მოსაზრება აქვს".

მისივე თქმით, ამჟამად კომპანიაში შვებულებების პერიოდია და სექტემბრიდან, ამ საკითხზე თანამშრომლებთან ინტენსიური მუშაობა დაიწყება.

“ჩვენი მხრიდან მცდელობა, რომ მათ აცრის ინტერესი ჰქონდეთ და აიცრან, რა თქმა უნდა, არსებობს. ამ მომენტისთვის დაკონკრეტება გამიჭირდება, თუმცა ჩამოყალიბების პროცესში ვართ, რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ თუ როგორ წავახალისოთ ვაქცინაციისთვის.

400-მდე თანამშრომელი გვყავს დასაქმებული, დაძალება ჩვენთვის გამორიცხულია. მიდგომა - თუ არ გინდა აცრა, სამსახურიდან წადი, არასწორი იქნება, თუმცა აუცილებელია და კრიტიკული, რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას. ადამიანი თუ არ იცრება, ეს ინფორმაციის ნაკლებობის და არასაკმარისი კომუნიკაციის შედეგია. მთავრობის მხრიდან ინფორმირება სხვადასხვა ფორმატით ყველა მათთვის არსებული რესურსით უნდა მოხდეს. ბიზნესებთან უნდა ითანამშრომლონ და აგიტაცია აწარმოონ. იქნება ეს სხვადასხვა კამპანია თუ პირისპირ გასაუბრება.

მოსახლეობა ვაქცინაციაზე ნეგატიურ ინფორმაციას უფრო მეტს იღებს, ვიდრე პოზიტიურს“, - განაცხადა ერეკლე გამყრელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები