მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მიდი სანახავად" - საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გულშემატკივარი ხვალ აეროპორტში დახვდება

სს

ქართველი გულშემატკივარი ხვალ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს აეროპორტში დახვდება. "მიდი სანახავად, დახვდი ნაკრებს" - ამ ლოზუნგით "ფეისბუქ" ჯგუფი "დაიტოვე" ინფორმაციას ავრცელებს.

თვითმფრინავი თბილისში 2 ივლისს, 07:30 საათზე ჩამოფრინდება.

დახვედრის საზეიმო ღონისძიება გაგრძელდება ხვალ, 22:00 საათიდან თავისუფლების მოედანზე.

„ერთად შევხვდეთ და ერთად ვუთხრათ მადლობა ჩვენს საფეხბურთო ნაკრებს. ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი და ერთად აღვნიშნოთ ქართული საფეხბურთო სასწაული", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მანამდე, 21:30 საათზე, საფეხბურთო ნაკრები, მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობას დაიწყებს, ხოლო 22:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე - "საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს" ღონისძიება შედგება.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა. სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ შეხვედრაში ჩვენი გუნდი ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტთან, ესპანეთის ნაკრებთან დამარცხდა.

ევროპის საუკეთესო 16 გუნდს შორის ადგილი ჩვენმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე წარმატებული ასპარეზობით მოიპოვა. თურქეთთან სადებიუტო შეხვედრაში მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთთან შეხვედრა ფრედ დაასრულა, დასკვნით მატჩში კი პორტუგალია დაამარცხა და 1/8-ფინალის თამაშის უფლება მოიპოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები