მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მიეცით წამალი ბავშვებს" - თბილისსა და ბათუმში დიუშენის სინფრომის მქონე ბავშვების მხარდასაჭერი აქცია გაიმართება

დიუშენის კუნთოვანი დისტროფია

„მიეცით წამალი ბავშვებს“ - ამ სლოგანით საქართველოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად დღეს, თბილისსა და ბათუმში აქცია გაიმართება.

ორგანიზაციის ცნობით, შეკრება თბილისში 17:00 საათზე სახელმწიფო კანცელარიასთან, ხოლო ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან გაიმართება. აქციის მიზანი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის საკითხის კიდევ ერთხელ წამოწევაა.

მშობლები და მხარდამჭერები სახელმწიფოსგან აუცილებელი პრეპარატების შემოტანას, დიაგნოსტიკისა და კვლევების დაფინანსებას, ასევე მკურნალობის მხარდაჭერას ითხოვენ. მათი განცხადებით, დაავადების მართვის მიმართულებით დროული გადაწყვეტილებები კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

Duchenne Muscular Dystrophy იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ადრეულ ასაკში იწვევს კუნთების პროგრესულ დასუსტებას და მძიმე გართულებებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოში ამ დიაგნოზით დაახლოებით 100-მდე ბავშვი ცხოვრობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები