მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიგრანტები საქართველოდან რადიკალურმა ოპოზიციამ გააქცია - პაატა კვიჟინაძე

ოცნება

"რადგან მიგრანტები ჩვენთან ჩამოვიდნენ, ე.ი აქ კარგი სიტუაცია ყოფილა" - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ განაცხადა.

დეპუტატმა ეკონომიკური ზრდის მთავარი ფაქტორები შეაფასა და აღნიშნა, რომ მიგრანტების ეფექტი იყო მნიშვნელოვანი, თუმცა არა გადამწყვეტი. კვიჟინაძე ამბობს, რომ დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს, ხელი შეუწყოს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოში ჩამოსულ რუსეთის მოქალაქეებს.

"ძალიან რთული დასათვლელია ეკონომიკურ ზრდაში მიგრანტების როლი. ეს, პირდაპირ არ მოქმედებს. პირობითად, ერთ მოქალაქეს ჩაურიცხეს მილიონი, ეს ჩარიცხვა პირდაპირ არ მოქმედებს, თუ ის არ წავა რომ ააშენოს სახლი და ა.შ, რაც დროში გაწელილი პროცესია და შედეგი 1-2 წლის მერე დგება. მე მინდა ვთქვა, რომ მიგრანტების ეფექტი იყო მნიშვნელოვანი, მაგრამ არა გადამწყვეტი.

1939 წელს, როცა მეორე მსოფლიო ომი დაიწყო აშშ-ის მშპ იყო 80 მლრდ-მდე და 5 წელიწადში გახდა 245 მლრდ. ეს ბუნებრივი პროცესია და ჩვენ, პატარა ქვეყანას ვინ გვეკითხება, ან ომის დაწყებას, ან რამეს?

რადგან მიგრანტები ჩვენთან წამოვიდნენ ე.ი აქ კარგი სიტუაცია ყოფილა. არ ეშინიათ. შემდეგ წავიდნენ იმის გამო, რომ დასდევს ხალხი, რომ მოგკლავთ თქვენ უნამუსოებო და ა.შ. ამ დროს, საზღვარგარეთი, მათ შორის, აშშ გვეუბნება, რომ ეს ხალხი რუსეთის ხელისუფლების მტერია და არ არიან სახელმწიფოს მომხრეები. ხელი შეუწყვეთო. ეს ხალხი, საქართველოდან რადიკალურმა ოპოზიციამ გააქცია. რამდენჯერ გვინახავს, რომ მივარდნილან? ჯერ მარტო რამდენიმე კანონია შემოტანილი, რომ არ შემოვუშვათ და ა.შ. ხალხის დონეზე წარმოიდგინეთ, რა ხდება" - განაცხადა კვიჟინაძემ ,,წერტილში".

რუსი მიგრანტების რაოდენობა შემცირდა - გავლენა ეკონომიკაზე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები