მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მიგრანტების ეფექტი მოხსნილია და 2024 წელს, ქირის ფასის კლებას კვლავ ველოდებით“ - თიბისი კაპიტალი

სალომე დეისაძე

„თიბისი კაპიტალის“ უფროსი ასოცირებული მკვლევარი, სალომე დეისაძე BM.GE-სთან უძრავი ქონების სექტორში არსებულ ტენდენციებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს, უძრავი ქონების ქირის ფასის კლების ტენდენციის შენარჩუნებაა მოსალოდნელი.

მისივე ცნობით, ქირის ფასმა უძრავ ქონებაზე ჯერ კიდევ 2023 წლის მაისიდან დაიწყო, რაც მიგრანტების ეფექტის მოხსნით იყო განპირობებული.

„მიგრანტების შემოდინების შედეგად, სწორედ ქირაზე იყო პროცენტულად გაზრდილი ფასები, რაც გაზრდილი მოთხოვნით იყო განპირობებული. უკვე 2023 წლის მაისიდან უკვე ქირაზე კლება დაიწყო, რაც ისედაც მოსალოდნელი იყო.

მიგრანტების ეფექტი მოხსნილია და ველოდებით უკვე ქირის ფასი კვლავ შემცირდებას. სავარაუდოა, რომ ტენდენცია 2024 წელსაც შენარჩუნდება.

თებერვლის მონაცემებს რომ შევხედოთ, ქირამ 12$ კვ.მ-ზე შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან არის 5 %-იანი კლება. ველოდებით, რომ წლის ბოლომდე ქირაში კლების ტენდენცია გაგრძელდება და 2024 წელს 2023 წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, კლება დაახლოებით 10-12%-ის ფარგლებში იქნება,“-აცხადებს მკვლევარი.

მისი ინფორმაციით, მიუხედავად ქირის კლებისა, უძრავი ქონება საინვესტიციო თვალსაზრისით კვლავ დარჩება მიმზიდველ აქტივად. მკვლევრების ვარაუდით, მიმდინარე წელს, იჯარიდან ამონაგები დაახლოებით, 10,5%-ის ფარგლებში იქნება.