მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მიგრანტების პირველადი ნაკადი საქართველოს ტოვებს, მიზეზი ბინადრობის მოწმობაა" - თორნიკე სულაბერიძე

თორნიკე სულაბერიძე

2023 წელს It სექტორში შემოსავლების 53%-ით, $784 მილიონამდე ზრდის ერთ-ერთ მიზეზად ICTA-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მიგრანტების ეფექტს ასახელებს. როგორც თორნიკე სულაბერიძემ BMG-სთან აღნიშნა, საქართველოში შემოსულ საერთაშორისო კომპანიებს მიგრანტებიც მოჰყვნენ.

"საერთაშორისო კომპანიებმა საქართველოზე არჩევანი ბიზნეს გარემოსა და საერთაშორისო კომპანიის სტატუსის კანონის გამო გააკეთეს. კომპანიებს, რომლებიც ქვეყანაში შემოვიდნენ, მიგრანტები მოჰყვნენ. რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, რომლებიც თავიანთი ნებით ჩამოვიდნენ და ამ სექტორში ინდივიდუალურად მუშაობენ", - აღნიშნა თორნიკე სულაბერიძემ.

როგორც CTA-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, მიგრანტების ეფექტი მილევადია.აღსანიშნავია, რომ მიგრაციული ეკონომიკური ეფექტის თანდათანობით შემცირებასთანაა თანხვედრაში ის, რომ კვარტალური მაჩვენებლები ზრდის ტემპის შენელებაზე მეტყველებს. საქმე ის არის, რომ IT სექტორის შემოსავლები ყველაზე მსხვილი 2023 წლის პირველ კვარტალში იყო და $231 მილიონს შეადგენდა, მეორე კვარტალში $198 მილიონამდე შემცირდა, მესამე კვარტალში $178 მილიონი დოლარი იყო, მეოთხეში კი $176 მლნ.

"უკვე თვალსაჩინოა, რომ პირველადი ნაკადი, რომელიც ქვეყანაში შემოვიდა, საქართველოს ტოვებს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ბინადრობის უფლების არ ქონაა, რაც საკმაოდ დიდი პრობლემაა. თუ ევროპის ქვეყნებს გადავხედავთ, პირიქით, აქეთ არის მოთხოვნა ტალანტზე და მსგავსი სახის მიგრანტებზე ნადირობენ", - განაცხადა თორნიკე სულაბერიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები