მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ოპტიმიზაცია კომპანიების გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა“ -თოხაძე IT სექტორში შრომის ბაზრის ტრანსფორმაციაზე საუბრობს

თოხაძე

ტექნოლოგიურ სექტორში ვაკანსიებისა და კადრებზე მოთხოვნის შემცირების ფონზე, კომპანიები მართვის სტრატეგიასა და სტრუქტურას ფუნდამენტურად ცვლიან. SkyHi-ის აღმასრულებელი დირექტორის, თორნიკე თოხაძის განცხადებით, ბაზარზე არსებული კლების მთავარი გამომწვევი მიზეზი კომპანიების მიერ ოპტიმიზაციის პროცესის აქტიური დაწყებაა.

მისი თქმით, სექტორში იცვლება მართვის სტილი, რაც ახალი თაობისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ორგანული კავშირით არის განპირობებული.

„ეს ტექნოლოგიური ახალი თაობა და ახალი ტექნოლოგიები იმდენად დაკავშირებულია ერთმანეთთან ორგანულად, რომ მათ დამატებითი მენეჯმენტი და რაღაც დამატებითი რგოლები არ სჭირდებათ. პირიქით, ეს ბარიერია.

ოპტიმიზაციას მიმართავს ყველა და ეს არის გადარჩენის ერთადერთი საშუალება რომ ეკონომიკურ იმპულსებს უპასუხოს ამ ქაოსურ ტექნოლოგიურ ქარიშხალში, რომელშიც მოჰყვა AI-დან გამომდინარე“ - აცხადებს იგი.

თოხაძე ყურადღებას ამახვილებს გლობალურ გამოცდილებაზეც, სადაც საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში მთავარი მოწოდებაა: „დარჩით მცირე რაც შეიძლება დიდხანს“. მისი შეფასებით, კომპანიები გაფართოებას ერიდებიან, რადგან მათზე ერთდროულად აწვება როგორც ეკონომიკური, ისე ტექნოლოგიური ფაქტორები, რის გამოც დღეს გადაწყვეტილებები სწორედ ოპტიმიზაციის სასარგებლოდ მიიღება.

რაც შეეხება მომავლის პროფესიებსა და არსებულ გაურკვევლობას, თორნიკე თოხაძის მიიჩნევს, რომ აქცენტი კონკრეტულ სპეციალობებზე მეტად უნივერსალურ უნარებზე უნდა გაკეთდეს.

„მთავარი რამ, რაც განმსაზღვრელი იქნება სამომავლოდ პროფესიებში, ჩემი აზრით, ეს არის ადაპტაციის უნარი და მოქნილობა. ამაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, უფრო უნარებზე, ვიდრე გრძელვადიან პროფესიებზე. ვერავინ ვერ განსაზღვრავს დღეს, მაგალითად, 5 წელიწადში AI როგორ შეცვლის გარემოს.“ - აღნიშნავს თორნიკე თოხაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები