მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიიღებს თუ არა მონაწილეობას თანაინვესტირების ფონდი "წყალტუბოს აღორძინების პროექტში"?

5e04defcd5c6b
სალომე მეცხვარიშვილი
29.12.19 10:00
1250
პარტია “ქართული ოცნების” ლიდერმა და მილიარდემა ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე კვირის წინ დააანონსა, რომ წყალტუბოს აღორძინების პროექტს იწყებს. მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ის წყალტუბოში მდებარე 22 სასტუმროს და 9 აბანოს გამოისყიდის და კურორტის რეაბილიტაციას დაიწყებს. ყოფილი პრემიერის თქმით, საბოლოო ჯამში, რეგიონში 15 000 - 20 000 ადამიანი დასაქმდება.

მიიღებს თუ არა მონაწილეობას ამ პროგრამაში თანაინვესტირების ფონდი, რომელიც ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს და მისი მეშვეობით არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული, მათ შორის: გალერია თბილისი, სასტუმრო პარაგრაფი შეკვეთილში, ასევე მიმდინარე პროექტები - პანორამა თბილისი, სასტუმრო განმუხურში, ჰესები, ბოსტნეულის მწარმოებელი “პლანტა” და ა.შ. ეს კითხვა bm.ge-მ თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელ ცოტნე ებრალიძეს დაუსვა.

“საკმაოდ დიდია კერძო ინვესტორების ინტერესი ამ პროექტის მიმართ და ჩვენ დავაკვირდებით მდგომარეობას, რა წინანადადები შემოვა და ამის მიხედვით, თუ საჭირო იქნება ჩვენი ჩართულობა, დიდი სიამოვნებით ჩავერთვებით”,- აცხადებს ცოტნე ებრალიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები