სანქცირებული რუსი ბიზნესმენი, მიხაილ ფრიდმანი "ჰამასის" თავდასხმების შემდეგ ისრაელიდან მოსკოვში ბრუნდება.
როგორც მან Bloombeg-ს უთხრა, რამდენიმე კვირის წინ დიდი ბრიტანეთიდან ისრაელში ჩავიდა, თუმცა არსებული ვითარების ფონზე მოსკოვში უწევს ჩასვლა. ფრიდმანი ამბობს, რომ სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ ისევ ისრაელში დაბრუნდება, რადგან იქ ცხოვრებას გეგმავს.
ფრიდმანს ორმაგი რუსეთისა და ისრაელის მოქალაქეობა აქვს. ის Alfa Group-ის დამფუძნებელი და ყველაზე დიდი აქციონერია. ჯგუფი რუსეთის ყველაზე მსხვილ კერძო ბანკს ფლობს. უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა ფრიდმანი დაასანქცირა, აგვისტოში მას სანქციები აშშ-მაც დაუწესა. ისრაელში გადასვლის მიზეზად ფრიდმანი სანქციებს ასახელეს და ამბობს, რომ სანქციების ქვეშ ბრიტანეთში ცხოვრება შეუძლებელია. კრემლმა ღიად გააკრიტიკა ის ქვეყნის დატოვებისა და საზღვარგარეთ ცხოვრების გადაწყვეტილების გამო. უკრაინაში დაბადებული ფრიდმანი, რუს ოლიგარქებს შორის ის იშვიათი გამონაკლისი იყო, რომელიც აკრიტიკებდა პუტინის პოლიტიკას და მოვლენებს "ტრაგედიას" უწოდებდა და ამბობდა, რომ ომი "პასუხი არასდროს არაა".
7 ოქტომბერს, „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ღაზის სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. პასუხად 8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.