მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიხეილ ხუბუტიას 1 წლიანი პირობითი სასჯელი მიესაჯა

ხუბუტია

მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს სასამართლომ ბიზნესმენსა და მოსკოვის ოლქის ვაჭრობის ყოფილ მინისტრს, მიხეილ ხუბუტიას, ყოფილი შეყვარებულის ცემის გამო, ერთწლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ სასამართლოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ხუბუტიას სასჯელის სახედ ერთი წლით პირობითი მსჯავრი განესაზღვრა“, — განუცხადა სააგენტოს წყარომ.

როგორც დაზარალებულის ადვოკატმა, კრისტინა ვისოცკაიამ, „რია ნოვოსტის“ განუცხადა, მსგავსი განაჩენი იმის წყალობით იქნა გამოტანილი, რომ დაზარალებულმა სასამართლოში განცხადება შეიტანა, სადაც აღნიშნა, რომ მსუბუქი განაჩენის გამოტანის წინააღმდეგი არ იყო. იურისტმა ამ ნაბიჯს მისი მხრიდან „მოწყალების აქტი“ უწოდა.

სასამართლოს 24 აპრილის დადგენილებით, ოდინცოვოს საქალაქო ოლქის სამომხმარებლო-საკოოპერაციო ამხანაგობა „ტრეხგორკა-5“-ში მდებარე სახლში, მოულოდნელად წარმოშობილი პირადი უთანხმოების ნიადაგზე, მიხეილ ხუბუტიამ ნაჯახის ყუით სცემა იულია ვანი. თავდასხმის შედეგად ქალს ხელის მტევნის დახურული მოტეხილობა, ასევე კიდურებზე ჭრილობები და დაჟეჟილობები აღენიშნებოდა.

ბიზნესმენს ბრალი ედება ჯანმრთელობის განზრახ საშუალო სიმძიმის დაზიანებაში საგნის გამოყენებით, რომელიც იარაღად გამოიყენება (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ პუნქტი).

ხუბუტიამ დანაშაული სრულად აღიარა და ვანის მკურნალობის ხარჯები ნაწილობრივ დაფარა. სასამართლო განხილვის პარალელურად, დაზარალებულმა სასამართლოში ალიმენტის მოთხოვნით სარჩელიც შეიტანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები