მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიხეილ ლომთაძის Kaspi-მ ყაზახური პლატფორმა Kolesa შეიძინა

64c0d86294863
გიორგი არონია
26.07.23 22:30
759

ყაზახეთის ერთ-ერთმა წამყვანმა ტექნოლოგიურმა ბანკმა Kaspi.kz-მა, რომელსაც ქართველი მიხეილ ლომთაძე ხელმძღვანელობს, 2023 წლის პირველი ნახევრის ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, კომპანიამ ყაზახეთის წამყვანი განცხადებების პლატფორმა - Kolesa შეიძინა. 

ეს პლატფორმა დაახლოებით იგივეა, რაც ქართული myauto და myhome-ი, ანუ გამოდის, რომ მიხეილ ლომთაძე ყაზახეთში ამ ბიზნესის ათვისებასაც გეგმავს. ყაზახური Kolesa საკმაოდ მოგებიანი კომპანიაა, რომელმაც 2023 წლის 1-ელ კვარტალში თითქმის $61 მილიონი დოლარის შემოსავალი და თითქმის $14 მილიონის წმინდა მოგება ნახა. ამ კომპანიის 40%-იანი წილის შესყიდვა კასპის $88.5 მილიონი დაუჯდა.

“Kaspi.kz-ის განცხადებების საიტების ბიზნესზე ამ დრომდეც მისაუბრია. Kolesa-ს შესყიდვით, ავტომობილებისა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის განცხადებების ბიზნესში Kaspi.kz-ი ყაზახეთში ბაზრის ლიდერად გადაიქცევა. ავტომობილის ან სახლის ყიდვა ორი დიდი გადაწყვეტილებაა, ხოლო Kolesa-ს დახმარებით, ამ ტრანზაქციების შუაგულში Kaspi.kz-ი მოექცევა. Kolesa სწრაფად მზარდი და ძალიან მოგებიანი ბიზნესია, ასე რომ ეს გარიგება პერსპექტიულია. ამრიგად, Kaspi.kz-ი-ის პორტფელში ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და უზბეკეთის სწრაფად მზარდ განცხადებების პლატფორმებს ვხვდებით.

Kolesa-ს 40%-იან წილს კერძო კაპიტალის კომპანიისგან ვყიდულობთ. კომპანიის 48.42% კვლავაც ჩემს საკუთრებაში რჩება, მაგრამ გარიგების თანახმად, ჩემი აქციების 11%-ს Kaspi.kz-ის ტრასტს გადავცემ. ამგვარად, Kaspi.kz-ი Kolesa-ს საკონტროლო წილის მფლობელი იქნება, რაც მას კომპანიის კონსოლიდირებული ანგარიშგების გამოქვეყნების საშუალებას მისცემს”, - ვკითხულობთ მიხეილ ლომთაძის აქციონერებისადმი გაგზავნილ წერილში.

ცნობისთვის გეტყვით, რომ 2023 წლის პირველ ნახევარში, Kaspi.kz-ის წმინდა მოგება $844.5 მილიონამდე გაიზარდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 46%-იან მატებას ნიშნავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები