მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მიხეილ სარჯველაძეს ახალი მოადგილე ჰყავს

ირაკლი სასანია

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს - მიხეილ სარჯველაძის პირველ მოადგილედ ექიმი ირაკლი სასანია დაინიშნა.

ინფორმაცია სამინისტროს ვებგვერდზეც გამოქვეყნდა.

"მინისტრის პირველ მოადგილეს განათლება საქართველოში, ამერიკასა და ევროპაში აქვს მიღებული. მას ჯანდაცვის სექტორში მუშაობის წარმატებული გამოცდილება გააჩნია.

ირაკლი სასანია აღნიშნულ პოზიციამდე Cito Medical-ში, პედიატრიული სამსახურის უფროსი იყო. ასევე, ტელეკლინიკა MYdoc-ის მმართველი პარტნიორი. 2017-2021 წლებში, ირაკლი სასანიას შპს-UGT-ში ჯანდაცვის მიმართულებას ხელმძღვანელობდა, მანამდე კი, თბილისის სამეცნიერო აკადემიაში, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სამეცნიერო დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა.

გარდა აღნიშნულისა, ირაკლი სასანია, სხვადასხვა წელს, არაერთ მნიშვნელოვან თანამდებობას იკავებდა, იყო „იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოსა“ და „იოაკიმეს და ანას სამედიცინო ცენტრის“ დირექტორი. მინისტრის ახალ მოადგილეს საერთაშორისო გამოცდილებაც გააჩნია - სხვადასხვა დროს, ევროკომისიასა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში, კონსულტანტის პოზიციას იკავებდა", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძეს სულ ხუთი მოადგილე ჰყავს. მინისტრის მოადგილეები არიან: თეა გიორგაძე, ირინე წაქაძე, გიორგი პატარიძე და გიორგი ცაგარეიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები