მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიხეილ სარჯველაძის პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების მიმართ გამოცდილებაზე დაფუძნებული ნდობა მაქვს - კობახიძე

კობახიძე

მიხეილ სარჯველაძის პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების მიმართ გამოცდილებაზე დაფუძნებული ნდობა მაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჯანდაცვის მინისტრად დეპუტატის წარდგენისას განაცხადა.

„გასული კვირის განმავლობაში მქონდა კონსულტაციები ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატურის შესარჩევად. ამ ერთი კვირის განმავლობაში მქონდა ინდივიდუალური კონსულტაციები როგორც ჩვენი გუნდის წევრებთან, ასევე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან. კონსულტაციების ერთ-ერთი საკითხი იყო ის, უნდა ყოფილიყო თუ არა ახალი მინისტრი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, ამ საკითხთან დაკავშირებით როგორც პოლიტიკურ გუნდში, ისე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებში აზრი ზუსტად ორად გაიყო - ერთი ნაწილი ამბობდა, რომ ახალი მინისტრი უნდა ყოფილიყო აუცილებლად სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, ხოლო მეორე ნაწილი ზუსტად ამის საპირისპირო მოსაზრებას გამოთქვამდა.

კონსულტაციების შედეგად მივედი დასკვნამდე, რომ მინისტრის პოსტზე შესაძლებელი იყო როგორც სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენელი, ისე სხვა კანდიდატების განხილვა. საბოლოოდ, უპირატესობა მივანიჭე ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრს, რომლის პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების მიმართ გამოცდილებაზე დაფუძნებული ნდობა მაქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერი დარწმუნებულია, რომ სარჯველაძე იქნება საუკეთესო მინისტრი და ბევრ წარმატებას მოუტანს ამ დარგს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები