მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა

ყაველაშვილი გუტიერეში
26.09.25 09:22
1686

მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს შეხვდა. როგორც "ოცნების" პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მშვიდობისა და მდგრადი განვითარების მნიშვნელობას.

"აღინიშნა საქართველოს როლი სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ვექტორი ურყევია, რისთვისაც გაეროს გენერალურმა მდივანმა საქართელოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.

„შეხვედრაზე გენერალურმა მდივანმა ბატონმა გუტიერეშმა აღნიშნა, რომ ძალიან დიდ ზეწოლას გავუძელით. დიდი მადლობა [გადაგვიხადა] იმისათვის, რომ ასეთი სწორი, მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების გზა აქვს არჩეული საქართველოს. ამას ყველა ხედავს, აღნიშნავს და ძალიან სასიამოვნოა ასეთი შეფასებები“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა", - იტყობინება ყაველაშვილის ადმინისტრაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები