მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენაა" - კობახიძე

ყაველაშვილი
27.12.24 11:27
493

მიხეილ ყაველაშვილის მისია იქნება, რომ დაკარგული რეპუტაცია აღუდგინოს პრეზიდენტის ინსტიტუტს და დარწმუნებული ვარ, ამას საუკეთესოდ შეძლებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ ყაველაშვილი არის პატრიოტი, ღირსეული ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა და იქნება ქვეყნისთვის საუკეთესო პრეზიდენტი.

"მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში არის მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც შედგება ორ დღეში. მას აკისრია ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე, ვიტყოდი, რთული ფუნქცია. მნიშვნელოვნად დაზიანდა პრეზიდენტის ინსტიტუტის რეპუტაცია წინა წლების განმავლობაში, აქ არ ვგულისხმობ ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტს, წინა პრეზიდენტებსაც. მიხეილ ყაველაშვილის მისია იქნება ის, რომ დაკარგული რეპუტაცია აღუდგინოს პრეზიდენტის ინსტიტუტს და დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ ყაველაშვილი ამას საუკეთესოდ შეძლებს. ის არის პატრიოტი ადამიანი, ძალიან ღირსეული ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა და იქნება ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო პრეზიდენტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"ოცნება" მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას 29 დეკემბერს გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები