"ოცნების" პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 49 პირი შეიწყალა.
ყაველაშვილის ადმინისტრაციის ცნობით, შეწყალება შეეხო 14 არასაპატიმრო და 34 საპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 1 პირს მოეხსნა ნასამართლობა.
"საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს", - წერია ყაველაშვილის ადმინისტრაციის განცხადებაში.




























