მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიკრობანკის ლიცენზიის მსურველს, შესაძლოა, ყველა აქციონერის შესახებ ინფორმაციის წარდგენა აღარ მოუწიოს - უმრავლესობის ახალი ინიციატივა

აქციონერები

მმართველ უმრავლესობას მიკრობანკის ლიცენზიის მოპოვების გამარტივება სურს.

პარლამენტში უკვე დაიწყო კანონპროექტის განხილვა, რომლის მიხედვითაც, მიკრობანკის ლიცენზიის მაძიებელს აღარ მოუწევს ეროვნულ ბანკში ყველა აქციონერის შესახებ დეტალური ინფორმაციის წარმოდგენა. აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენა სავალდებულო იქნება მხოლოდ მნიშვნელოვანი წილის მფლობელი როგორც აქციონერების, ასევე შუალედური მფლობელებისა და ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ.

ცვლილებები „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ კანონში შედის. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელი მიკრობანკი საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ვალდებული იქნება საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ზოგადი ინფორმაცია ლიცენზიის მაძიებლის ჯგუფის სტრუქტურის/მფლობელობის სტრუქტურის შესახებ, ასევე, დეტალური ინფორმაცია მნიშვნელოვანი წილის მფლობელი როგორც აქციონერების, ასევე შუალედური მფლობელებისა და ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ "დღეს მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მოსაპოვებლად ლიცენზიის მაძიებელს უწევს ყველა აქციონერის შესახებ დეტალური ინფორმაციის წარმოდგენა, რაც რიგ შემთხვევაში პრაქტიკაში განუხორციელებელ მოთხოვნას წარმოადგენს და გაუმართლებელ ბარიერს შექმნის ლიცენზიის მოპოვების პროცესში".

კანონპროექტის ავტორები არიან: ნინო წილოსანი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ეკა სეფაშვილი, მაია ბითაძე, ბეჟან წაქაძე, დავით სონღულაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები