მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელოვანი რედიზაინი განხორციელდა - ნადარეიშვილი

ირაკლი ნადარეიშვილი

ეკონომიკური განვითარების კორპორაციამ მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელოვანი რედიზაინი განახორციელა - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, განახლებული პირობებით, 70 000 ლარამდე უპროცენტო მიკრო სესხის მიღება ყველა მეწარმეს შეეძლება.

„კერძო სექტორის მხარდაჭერა, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, ტრადიციულად წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს. როგორც იცით, წლების განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით მთელი რიგი პროგრამები ხორციელდება.

ამ ეტაპზე, ეკონომიკური განვითარების კორპორაციამ ერთ-ერთი პოპულარული პროგრამის, მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელოვანი რედიზაინი განახორციელა, რომლის ფარგლებშიც უკვე 20-დან 70 000 ლარამდე სესხებზე მიკრომეწარმეებს ექნებათ წვდომა ნულოვანი საპროცენტო განაკვეთით.

ვფიქრობთ, რომ განახლებული ფორმატით პროგრამა კიდევ უფრო მეტ დაინტერესებას გამოიწვევს კერძო სექტორში, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია როგორც რეგიონული განვითარების თვალსაზრისით, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნის და საბოლოო ჯამში ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირების მიმართულებით“, — აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

სამინისტროს ცნობით, პროგრამაში შესული ცვლილებების თანახმად, მიკრო და მცირე მეწარმეებს პროექტში განმეორებით მონაწილეობის შესაძლებლობაც უჩნდებათ.

კერძოდ, წარმატებული ბენეფიციარებისთვის პროგრამას დაემატა 70 000-დან 150 000 ლარამდე განვითარების სესხი, რომელიც შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთითა და 80%-იანი სახელმწიფო გარანტიით გაიცემა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები