მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ბერმელის” გეგმებში მიკრობანკის სტატუსის მიღება შედის. ამის შესახებ “ბერმელის” დირექტორის მოადგილემ ადამიანურ რესურსებში, პიარმარკეტინგსა და იურიდიულ საკითხებში ინგა გორგაძემ "საქმიან დილაში" განაცხადა, თუმცა დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა.
მან სამომავლო გეგმებთან ერთად იმ სერვისებზე ისაუბრა, რასაც “ბერმელი" მომხმარებელს სთავაზობს.
"ჩვენი მიზანი არის სოციალურ-ეკონომიკური ამოცანების ერთმანეთთან უფრო მეტად დაახლოება, ჩვენს სფეროში არსებული ტექნოლოგიური რესურსების უფრო მეტად ათვისება და უახლოეს პერიოდში, რა თქმა უნდა, მიკრობანკის სტატუსის აღებასაც ვგეგმავთ. აგრეთვე გვაქვს ამბიცია, რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა მივცეთ მომხმარებელს და ვიყოთ არა მხოლოდ ფინანსური ორგანიზაცია, არამედ საიმედო პარტნიორი, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, დააკავშიროს უკეთეს მომავალთან.
აქვე მოკლედ მინდა იმ პროდუქტებს შევეხოთ, რასაც მომხმარებელს ვთავაზობთ. თითქმის სრული სპექტრით ვახორციელებთ იმ მომსახურებას, რაც კანონმდებლობით მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შეუძლიათ განახორციელონ. გვაქვს გრძელვადიანი, 10 წლამდე სესხი, ბიზნესსესხი, იპოთეკური სესხი, სამომხმარებლო სესხი, აგრობიზნეს სესხი, მიკრობიზნეს სესხი, სესხები ემიგრანტებისთვის, თვითდასაქმებულებისთვის, ვახორციელებთ სავალუტო სესხებს, აგრეთვე ავტოსესხი, ავტოლიზინგი, ტექნიკით და ოქროთი უზრუნველყოფილი სესხები. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ემიგრანტებისთვის იპოთეკური სესხების ნაწილში ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერები ვართ. მოგეხსენებათ, ემიგრანტები ძირითადად, უძრავი ქონების შეძენის მიზნით ტოვებენ ქვეყანას. აქედან გამომდინარე, 30%-იანი თანამონაწილეობით, ემიგრანტებს ჩვენს ქვეყანაში უძრავი ქონების მშენებლობას, შეძენას, რემონტს ვთავაზობთ და აღნიშნული პროდუქტით სარგებლობა მომხმარებლებს მინდობილობებით შეუძლიათ. შესაბამისად, პროდუქტისთვის დამატებითი ხარჯის გაწევა და საქართველოში ჩამოსვლა არ მოუწევთ, იქიდან გამომდინარე, რომ მინდობილობის გაკეთება სკაიპითაც არის შესაძლებელი. ერთ ინოვაციურ პროდუქტსაც მინდა გავამახვილო ყურადღება, რომელიც გულისხმობს არსებული ბინის საფუძველზე, ახალი უძრავი ქონების შეძენას. მოგეხსენებათ, უძრავი ქონების ბაზარზე ქონების გაყიდვას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. აქედან გამომდინარე, მომხმარებელს ვაძლევთ შესაძლებლობას არსებული ბინის საფუძველზე, გაყიდვის პროცესამდე, დავუფინანსოთ ახალი ბინის შეძენა და სესხის გადახდა მომხმარებელმა განახორციელოს მხოლოდ მას შემდეგ, ერთჯერადი შენატანით, როცა უძრავი ქონების გაყიდვას დაასრულებს. ასევე, მინდა ხაზი გავუსვა და სხვათა შორის, მხოლოდ ჩვენ გვაქვს ეს, ნებისმიერი ჩვენი სესხი გაცემულია გენერალური ხაზების ქვეშ, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს ნებისმიერ დროს წინასწარ დამტკიცებული ლიმიტის ათვისება ან შემცირება შეუძლია, წინასწარი ბიუროკრატიის პროცედურების გარეშე",- ამბობს ინგა გორგაძე.
მან ასევე ისაუბრა თუ როგორ ხდება არადეკლარირებული ანუ დაუდასტურებელი შემოსავლის გათვალისწინება.
"დაკრედიტების დებულების შესაბამისად გამკაცრდა პირობები, მაგრამ ჩვენ ვითვალისწინებთ როგორც დადასტურებულ შემოსავალს, ასევე მათ შორის დაუდასტურებელ შემოსავალს. არადეკლარირებული ანუ დაუდასტურებელი შემოსავლის შემთხვევაში, მომხმარებელს ჩვენი საკრედიტო ოფიცრები ეხმარებიან ისე, რომ ეს შემოსავალი მათთვის დეკლარირებული იყოს, რომ მოხდეს სესხის მომსახურების კოეფიციენტების გათვალისწინება. ამ მხრივ მათ მაქსიმალური მორგებადობა და თავისუფლება აქვთ. კიდევ ერთ ნიუანსს მინდა გავუსვა ხაზი, რომ მომხმარებლებს, რომლებსაც თავიანთი შემოსავლის გამო, არ მიუწვდებათ, ანუ არ აქვთ იმ თანხის მომსახურების შესაძლებლობა, რომელიც მათ სურთ, შეუძლიათ გამოიყენონ საოჯახო მეურნეობის წევრები, ეგრეთ წოდებული თანამსესხებლები და ამ შემთხვევაში უკვე, ამ შემთხვევაში, მათი შემოსავლები ჯამდება და გამოდის ის სესხის მომსახურების კოეფიციენტი, რომელიც მათი სესხის მომსახურების კოეფიციენტს დააკმაყოფილებს", - განაცხადა ინგა გორგაძემ.




























