მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიკროსაფინანსო სექტორის სესხების 51% ლომბარდზე მოდის

სესხი

მიკროსაფინანსო სექტორმა მეორე კვარტალი ზრდით დახურა. სექტორმა მეორე კვარტალის ბოლოს 66.9 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღო, რაც წლიურად 12 მილიონით, ანუ 22%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

1 ივლისის მდგომარეობით სექტორმა 237 მლნ 314 ათასი ლარის საპროცენტო შემოსავალი მიიღეო და აქტივების შესაძლო დანაკარგების გამო 10.7 მლნ ლარი დაარეზერვა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში მისო-ების საკრედიტო პორტფელი 267 მლნ ლარით, ანუ 16.4%-ით გაიზარდა და მეორე კვარტალის ბოლოს 1,899 მლრდ ლარის სესხები ჰქონდათ გაცემული. აქედან უდიდესი წილი ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე მოდის. იურიდიული პირების პორტფელი მხოლოდ 25.9 მლნ ლარია.

რაც შეეხება ფიზიკური პირების საკრედიტო პორტფელს - ყველაზე დიდი წილი, სესხების ნახევარზე მეტი - 981.8 მლნ კვლავ ლომბარდზე მოდის. მეორე ადგილზეა სამომხმარებლო სესხები 535 მლნ ლარით, ხოლო მესამეზე ვაჭრობის და მომსახურების დაკრედიტება - ამ სექტორში მისო-ებს 184 მლნ ლარის სესხები აქვთ გაცემული.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები / 2024 წლის II კვარტალი

ლომბარდი - 981.8 მლნ ლარი
სამომხმარებლო სესხები - 535.2 მლნ ლარი
ვაჭრობა და მომსახურება - 184.06 მლნ ლარი
სოფლის მეურნეობა - 121.1 მლნ ლარი
განვადება 43.4 მლნ ლარი
სხვა - 7.5 მლნ ლარი
იურიდიული პირები - 25.9 მლნ ლარი


მთლიანი სესხები - 1.899 მლრდ ლარი

წყარო: ეროვნული ბანკი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები