მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიკროსაფინანსოები "ლოქდაუნის" გამო დაზარალებულებს სესხებს გადაუვადებენ - ასოციაცია

5fcb32ef87567
ვიქტორია მღებრიშვილი
05.12.20 17:20
1295
„მოგვეწევს შეღავათების გაკეთება“ - ამის შესახებ BM.GE-ის მიკროსაფინანსო ასოციაციების თავმჯდომარემ ბესიკ შენგელიამ განუცხადა.

მისი თქმით, დღეს მისო-ები ახალ სამუშაო რეჟიმში არიან გადასულები, რადგან დაწესებულმა შეზღუდვებმა გავლენა მათ მომხმარებელზეც იქონია.

„შეღავათები რომ არ გავაკეთოთ რას იზავენ ჩვენი მსესხებლები?! მაგალითისთვის გეტყვით, შეზღუდვების შედეგად საქალაქთაშორისო გადაადგილება შეჩერდა - ჩვენ გვყავს მსესხებლები, რომლებიც მიკროავტობუსებზე მუშაობენ – რომ არ გავუკეთოთ შეღავათები, რა უნდა ქნან? მოხვდებიან ვადაგადაცილებაში. და რატომ არ უნდა გავუკეთოთ გადავადებები, როდესაც ზუსტად იგივე ფორმით ვურთიერთობთ ჩვენ საერთაშორისო დამფინანსებლებთან, ვისგანაც სესხები გვაქვს აღებული.

მოგვიწევს შეღავათების გაკეთება, სესხების გადავადების სახით, როგორც ეს წინა ლოქდაუნის პერიოდში იყო. თუმცა თითოეული შემთხვევის განხილვა ინდივიდუალურად მოხდება“, - განმარტა მისო-ების ასოციაციის თავმჯდომარემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები