მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგულაციის გამკაცრების შედეგად სალომბარდე დაკრედიტების ზრდის ტემპი დაჩქარდება - ნინო დევდარიანი

ნინო დევდარიანი

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციაში ელიან, რომ ფიზიკური პირებისთვის დაკრედიტების წესის გამკაცრება სალომბარდე სესხებზე მოთხოვნად გაზრდის.

როგორც BMG-ის ასოციაციის თავმჯდომარემ განუცხადა, დაკრედიტების გამკაცრებულ მოთხოვნებს გავლენა უფრო მეტად მიკრობანკების სეგმენტზე ექნება და სავარაუდოა, რომ მომხმარებლების ნაწილი სალომბარდე სესხებზე გადაერთვება, სადაც რეგულაციები შედარებით მსუბუქია.

“რაც შეეხება ფიზიკური პირების დაკრედიტების დებულების გამკაცრებულ მოთხოვნებს, პრინციპში, ეს მოთხოვნები უფრო მეტად შეეხება მიკრობანკების ნიშურ მომხმარებელს და უფრო მეტი წილობრივი ნაწილი იქნება მიკრობანკების მომხმარებლების, ვიდრე ბანკების. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, უნდა გვესმოდეს, მოთხოვნა არსად არ წავა, მოთხოვნა უბრალოდ გადატრანსფორმირდება იმ სექტორში და სეგმენტში, სადაც ეს მოთხოვნები შედარებით უფრო მსუბუქი და დაბალია ან არ მოითხოვება კონკრეტული რეგულაციების დაცვა. ეს კი სალომბარდე პორტფელია

შესაბამისად, [რეგულაციის] გამკაცრების შედეგად ჩემი მოლოდინია, რომ სალომბარდე დაკრედიტების ზრდის ტემპი ალბათ კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, ხოლო ნიშური მომხმარებელი, რომელიც უფრო მეტად მიკრობანკების სექტორში იყო, მათ უფრო მეტად გაურთულდებათ კრედიტებზე წვდომა”, - განაცხადა ნინო დევდარიანმა.

ცნობისთვის, მომავალი წლიდან ფიზიკური პირებისთვის სესხის აღების პირობები მკაცრდება. იცვლება სესხის მომსახურების კოეფიციენტი, ანუ PTI, რომელიც განსაზღვრავს, მსესხებლის ყოველთვიური შემოსავლის რა ნაწილის გამოყენება შეიძლება სესხის მომსახურებისთვის. კერძოდ, ამჟამად მოქმედი შემოსავლის 1500-ლარიანი ზღვარი ეტაპობრივად გაიზრდება. 2027 წლის 1 თებერვლიდან 25%-იანი PTI-ის მოთხოვნა 2000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე გავრცელდება, ხოლო 2027 წლის 1 სექტემბრიდან ზღვარი 2500 ლარამდე გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები