მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მილანის "ინტერის" მფლობელმა დეფოლტი განიცადა, კლუბი ამერიკელების ხელში გადავიდა

მილანის

იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი საფეხბურთო კლუბი, მილანის “ინტერი” ფინანსურ გასაჭირში აღმოჩნდა. საფეხბურთო კლუბის მფლობელმა ჩინურმა კონგლომერატმა, Suning Holding Group-მა €395-მილიონიანი ვალის დაბრუნება ვერ მოახერხა და დეფოლტი გამოაცხადა. შედეგად, მილანის “ინტერი” სესხის გამცემი ამერიკული კომპანიის, Oaktree Capital Management-ის საკუთრებაში გადავიდა, რადგან სასესხო გარიგება სწორედ საფეხბურთო კლუბის საკონტროლო პაკეტით იყო გამყარებული.

სასესხო ხელშეკრულება, რომელიც იტალიური კლუბის მფლობელი შეცვლის საქმეში ფიგურირებს, ამერიკულმა ფონდმა კლუბის მფლობელ ჩინურ ჰოლდინგს ჯერ კიდევ 2021 წელს გამოუყო და მისი მიზანი პანდემიით გაუბედურებული კლუბის ფინანსური მხარდაჭერა იყო.

აღნიშნულ სიახლეს მალევე გამოეხმაურა მილანის “ინტერის” ახალი მფლობელი. როგორც Oaktree Capital Management-ის ევროპული ბიზნესის ხელმძღვანელმა, ალეხანდრო კანომ განაცხადა, კომპანიის ახალ მფლობელი მილანის “ინტერის” გულშემატკივრებს, ისტორიასა და მემკვიდრეობს პატივს სცემს, ხოლო თავდაპირველად, ახალი მფლობელი ფოკუსი - კლუბის საოპერაციო და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა იქნება. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ მილანის “ინტერს” €415 მილიონის მაღალპროცენტიანი ობლიგაციები აქვს გამოშვებული, რომელთა გადახდა კლუბს 2027 წლის დასაწყისში უწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები