მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მილანში მიმავალი Georgian Airways-ის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაბრუნდა - კომპანიის პასუხი

გერმანია

Georgian Airways-ის თვითმფრინავი, რომელიც თბილისიდან მილანის მიმართულებით ასრულდება ფრენას, ტექნიკური ხარვეზის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა.

როგორც ავიაკომპანიაში BM.GE-ს განუმარტეს, თვითმფრინავის აფრენის შემდეგ ტექნიკური ხარვეზი ბორტსა და ნავიგაციას შორის კავშირის დროს შეიქმნა და ხომალდი თბილისის აეროპორტში დაბრუნდა. Georgian Airways-ში აღნიშნავენ, რომ მილანის მიმართულებით ფრენა ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრისთანავე შესრულდება.

ცნობისთვის, თბილისი - მილანის მიმართულებით ფრენები კვირაში სამი სიხშირით - სამშაბათს, პარასკევს და კვირას სრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები