მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მიმდინარე კვარტალში კორონავირუსი, შესაძლოა, ჩინეთს $60 მილიარდი დაუჯდეს

5e37eb77405d5
ნათია თაქთაქიშვილი
03.02.20 23:00
1474
"როგორც ჩანს, კორონავირუსი ჩინეთის უკვე ისედაც მყიფე ეკონომიკას უფრო მეტ პრობლემებს შეუქმნის", -  ამის შესახებ CNN წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ეკონომიკაზე ვირუსის გავლენის განსაზღვრა ჯერ შეუძლებელია, მაგრამ როგორც ეკონომისტები აცხადებენ, ჩინეთის ეკონომიკა ამ კვარტალში შესაძლებელია 2 პროცენტული პუნქტით შემცირდეს, რადგან ეკონომიკა, ფაქტობრივად, პარალიზებულია.  მოცემული მონაცემებით, ქვეყანა, სავარაუდოდ, 60 მილიარდ აშშ დოლარს დაკარგავს.

"გაჩერებული ეკონომიკით ბიზნესი ყველაზე მეტად ზარალდება, მაგრამ მთავრობისთვის ამ მომენტში ვირუსის შეჩერება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე - ეკონომიკა; აღსანიშნავია ისიც, რომ ჩინეთის მთავარი ბანკები იმ მცირე ბიზნესებს, რომელიც დაზარალებულ რეგიონშია განთავსებული, გადასახადებისგან გაათავისუფლებენ", - წერს CNN.

შეგახსენებთ, ჩინეთის მთავრობამ ვირუსის სამკურნალოდ, ვაქცინის შესაქმენლად და შესაბამისი დანადგარების შესაძენად 12.6 მილიარდი აშშ დოლარი უკვე გამოყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები