მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიმდინარე კვირას პარლამენტი პრემიერს, ასევე, საგარეო საქმეთა და განათლებისა მინისტრებს მოუსმენს

637242f7b6deb
BM.GE
14.11.22 17:28
353
მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრებს მოუსმენს.

ბიუროს გადაწყვეტილებით, მთავრობის წევრების მოსმენა ინტერპელაციის წესით პარასკევს, 18 ნოემბერს იგეგმება.

პარლამენტის ბიურომ მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომათა დღის წესრიგზე იმსჯელა და მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგს განსახილველი საკითხები დაამატა.

მიმდინარე სასესიო კვირაში დეპუტატები „დეოლიგარქიზაციის შესახებ“, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტებს განიხილავენ.

ბიუროს წევრებმა ასევე იმსჯელეს ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და ორგანიზაციულ საკითხებზე.

ბიუროს შემდეგი სხდომა ხვალ, 11:30 საათზე, პლენარული სხდომა კი 12:00 საათზე დაიწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები