ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალებმა შაბათს, გამთენიისას 509-ე ბომბდამშენთა ფრთის ოხთი B-2A Spirit-ის ტიპის სტრატეგიული, შორს მოქმედი სტელს-ბომბდამშენი ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციისთვის გამოიყენა. ცნობები The Wall Street Journal-ს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა დაუდასტურა. არსებული ინფორმაციით, მისურის შტატში მდებარე „უიტმენის“ სამხედრო-საჰაერო ბაზიდან აფრენილმა ხომალდებმა გიბრალტარის სურტისა და ხმელთაშუა ზღვის გავლით ირანის საჰაერო სივრცეში შეაღწიეს და მიწისქვეშა ობიექტების გასანადგურებლად შექმნილი 900-კილოგრამიანი ბომბები ბალისტიკური რაკეტების საცავებში ჩამოყარეს. მაღალჩინოსნის თქმით, ეს დარტყმა მიმდინარე ოპერაცია "ეპიკური მრისხანების" ფარგლებში ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო ამერიკის მხრიდან. აღსანიშნავია, რომ ბოლოს შტატებმა საკუთარ საავიაციო ფლოტში არსებული ყველაზე შეუმჩვენეველი და მძლავრი გამანადგურებლები გასული წლის ივნისში, თეირანის ბირთვული ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად გამოიყენა.




























