იაპონიის ერთ-ერთი უდიდესი ტექნოლოგიური კომპანია Nintendo, როგორც ჩანს, მიმდინარე ფისკალურ წელს იმაზე უკეთეს ფინანსურ შედეგებს ელოდება, ვიდრე ეს ამ დრომდე იყო პროგნოზირებული. ამ მოსაზრებას ორი არგუმენტი ამყარებს: პირველი - კომპანიის უკანასკნელი კვარტალური შედეგებია, რომლებმაც მოლოდინს გადააჭარბა, როგორც შემოსავლის, ასევე წმინდა მოგების კუთხით. ხოლო მეორე - Nintendo-ს მთავარი პროდუქტის, Switch-ის გაყიდვების მაჩვენებელია, რომელიც კომპანიამ ნახევარი მილიონი ერთეულით, 15.5 მილიონამდე გაზარდა.
გასულ კვარტალში, Nintendo-მ 598.6 მილიარდი იაპონური ენის, ანუ 4 მილიარდი დოლარის შემოსავალი და 136.7 მილიარდი იაპონური იენის, ანუ 920 მილიონი დოლარის წმინდა მოგება მიიღო. ორივე ეს რიცხვი პროგნოზირებულ მაჩვენებელს დაახლოებით 5%-ით აღემატება, მაგრამ შემოსავალი, წლიურად, 6%-ით შემცირდა, როცა მოგება - 18%-ით გაიზარდა.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.