მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიმდინარე წელს "თელასის" აბონენტთა რაოდენობა გაიზარდა

ელექტროენერგია
BM. GE
26.10.23 11:41
98

„თელასმა“ 2023 წლის 9 თვის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში კომპანიამ 2,595 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია გაანაწილა, რაც 7,2% (174 მილიონი კვტ/სთ-ით) აღემატება 2022 წლის იანვარ-სექტემბერში განაწილებული ელექტროენერგიის მოცულობას.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, აღნიშნული მატება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის და ახალი აბონენტთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა.

სს „თელასი“-ს აბონენტთა რაოდენობა 2023 წლის სექტემბრის თვის მდგომარეობით 2022 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 3,5%-ით (24,9 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 744,5 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 667,8 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 76,7 ათასი – იურიდიული პირი.

2023 წლის 9 თვის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 6 796 კმ შეადგინა, რაც 3,4%-ით (224 კმ-ით) აღემატება 2022 წლის 9 თვის მაჩვენებელს (6 572 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციის და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები