მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიმდინარე წლის სექტემბერში ფულის გათეთრების 15 შემთხვევა დაფიქსირდა - სტატისტიკა

ფული

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის სექტემბერში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის[ფულის გათეთრების] 15 ფაქტი დაფიქსირდა.

რაც შეეხება სხვა ეკონომიკურ და სამეწარმეო დანაშაულებს, სტატისტიკური მაჩვენებლები ასეთია: მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა - 11 შემთხვევა;

უკანონო სამეწარმეო საქმიანობა - 4 შემთხვევა;

სასაქონლო ნიშნის ან სხვა კომერციული აღნიშნვნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენება - 2 შემთხვევა;

ფალსიფიკაცია - 1 შემთხვევა;

ცრუ მეწარმეობა - 1 შემთხვევა;

რაც შეეხება დევნის დაწყების მაჩვენებელს დანაშაულებზე საფინანსო საქმიანობის სფეროში, 24 შემთხვევაში დევნა დაიწყო საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევისთვის და 8 შემთხვევაში - გადასახადისთვის თავის არიდების შემთხვევისთვის.

გარდა ამისა, სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესების წინააღმდეგ გათვალისწინებულ დანაშაულზე დევნა დაიწყო 4 პირის მიმართ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები