მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მიმდინარე წელს ექსპორტზე 1 მლრდ-მდე კვტ.სთ ელექტროენერგია გავა

632db08846094
ნინო ტაბატაძე
23.09.22 17:30
561
საქართველო მიმდინარე წელს ექსპორტზე თითქმის 1 მილიარდ კვტ.სთ ელექტროენერგიას გაიტანს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ  2020-2022 წლების ელექტროენერგიის ბალანსების გეგმა განაახლა. განახლებულ გეგმაში სამინისტრო აღნიშნავს, რომ საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი სექტემბერშიც ხორციელდება. პროგნოზით, მიმდინარე თვეში საექსპორტო ბაზრებზე 95 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია უნდა გავიდეს.

ელექტროენერგიის ექსპორტი წელს მაისში დაიწყო, თუკი სექტემბერში საექსპორტო ბაზრებზე დაგეგმილი მოცულობის რეალიზება მოხდება, ექსპორტის ჯამური მოცულობა 973 მლნ. კვტ.სთ -ს მიაღწევს.

8 თვის ოფიციალური მონაცემებით კი,  ელექტროენერგიის ექსპორტიდან ქვეყანას შემოსავალი 400%- ით გაიზარდა და 74 მლნ დოლარს მიაღწია. მთავარი საექსპორტო ბაზარი თურქეთია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები