მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მიმდინარეობს მუდმივი დისკუსია ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებაზე - EU-ის ელჩი

ჰერჩინკსი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ ევროკავშირში მიმდინარეობს დისკუსია საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებაზე. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს კახეთში რეგიონული ვიზიტისას განუცხადა.

ელჩმა თქვა, რომ საკითხზე ერთსულოვნება არაა, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ მიღწეული იქნება.

„სამი წლის წინ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა განაცხადის შეტანა ევროკავშირის წევრობისთვის. 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირმა გადაწყვიტა, საქართველოსთვის მიენიჭებინა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. როგორც კანდიდატი ქვეყანა, საქართველოს მთავრობა ნებაყოფლობით დათანხმდა ევროკავშირის მხრიდან დაკვირვებას. ჩემი ვალდებულებაა, ინფორმაცია მივაწოდო მთავრობას, ასევე საზოგადოებას საქართველოსა და ევროპის ურთიერთობის მდგომარეობის შესახებ. ამას ვაკეთებ ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას შორის მიღწეული გადაწყვეტილების საფუძველზე. თუ გსურთ კონკრეტული ინფორმაცია ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შესახებ მიმდინარე დისკუსიების შესახებ, ასევე ვარ პირი, რომელსაც აქვს უფლება ამის გაკეთების. დიახ, შემიძლია დავადასტურო, მიმდინარეობს მუდმივი დისკუსია ევროკავშირის 27 დედაქალაქს შორის საქართველოში იმ პირებისთვის სანქციების დაწესების შესახებ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევაზე. ამჟამად არ არის ერთსულოვნება, მაგრამ მუშაობა გრძელდება და ვიმედოვნებ, ერთსულოვნება მიღწეული იქნება“, - თქვა ელჩმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები